აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 000 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 5 000-ზე მეტი შენობა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მისურსა და ილინოისში სულ მცირე ექვსი სხვა ტორნადო დაფიქსირდა. ორ რაიონში, სადაც ყველაზე დიდი დაზიანება მოხდა, კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. სიცოცხლის დაკარგვა და ნგრევა ნამდვილად საშინელია. მომდევნო დღეებში ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ დღეს ჩვენ ფოკუსირებული ვართ სიცოცხლის გადარჩენაზე, ხალხის უსაფრთხოებასა და გლოვაზე“, – განაცხადა სენტ ლუისის მერმა, კარა სპენსერმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *