აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო.

მომხრე – 349 (აქედან 168 რესპუბლიკური და 181 დემოკრატიული პარტიის წევრი), წინააღმდეგი – 42 (აქედან 38 რესპუბლიკური და 4 დემოკრატიული პარტიის წევრი) აქტის მისაღებად საჭირო იყო 290 ხმა.

ახლა, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.

ამჟამად აშშ-ს სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტი, შედეგად, დარჩენილია კენჭისყრის ეტაპი.

სენატში აქტი საბოლოოდ ერთიდან ოთხი კვირის ვადაში უნდა განიხილონ, ანუ არაუგვიანეს 3 ივნისისა. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტ ტრამპს ხელმოწერისთვის 6 კვირა ექნება.

„MEGOBARI აქტი“ მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. დღეის მდგომარეობით MEGOBARI Act-ს 21 თანასპონსორი ჰყავს.

აქტი მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. პრეზიდენტისთვის მოთხოვნას დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად. ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *