რეზოლუციაში მათ შორის საუბარია, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და ასევე ნახსენებია საქართველო, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული.
გამოწვევები რომლის წინაშეც ევროპა დადგა მოითხოვს, გაეროსა და ევროსაბჭოს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული სამართლის აღსრულების, დაზარალებულთა კომპენსაციისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიმართულებებით.
“უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც ახლა დგას ევროპის წინაშე ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისის წინააღმდეგ აგრესიას, მანამდე კი რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობისა და უსაფრთხოების სწრაფი აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით”, – წერია რეზოლუციაში.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 105-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რომელიც რეზოლუციის თანაავტორია.
რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ: აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ნიგერი, სუდანი, ერიტრეა, მალი.