ექსპერტების დისკუსიის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, ომანელი მედიატორების შუამდგომლობით შეხვდება. არც ერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებს შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.
შეთანხმების მიზანია, შეიზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა, სანაცვლოდ კი აშშ-მა ირანისთვის ათწლეულების განმავლობაში დაწესებული, ეკონომიკურად უმძიმესი სანქციების ნაწილი შეამსუბუქოს ან გააუქმოს. ირანული მხარე მზადაა, სანქციების შერბილებაზე იმუშაოს.
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე, ტრამპმა მედიასთან ირანთან მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურჩევნია, ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე შეთანხმებას მიაღწიოს, ვიდრე რამე სხვა ალტერნატივას: “ეს კაცობრიობისთვის იქნება კარგი”.
თუმცა, თავის მხრივ, ირანის საგარეო მინისტრის წარმომადგენელმა რეგიონულ მედიასთან აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამების განხილვა, მოლპარაკებების ამ რაუნდში, არ იგეგმება.