აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები დაიწყო

აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები დაიწყო
თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დღეს, ომანში გაიხსნა. 2018 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა ორ ქვეყანას შორის.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანულ მედიას განუცხადა, ქვეყანა აშშ-სგან “სამართლიან შეთანხმებას” მოელის და არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2018 წელს დონალდ ტრამპმა აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა და განაცხადა, რომ “უკეთეს შეთანხმებას” მიაღწევდა.

უცნობია, რა ფორმატში გაიმართება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები, თუმცა მიიჩნევა, რომ აშშ-სა და ირანის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი საწყისია იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, არაპირდაპირი მოლაპარაკებები უკეთეს ვერსიად მიიჩნევა. ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კი მხოლოდ პირისპირ საუბრებზე მიუთითებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს გასულ თვეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სურდა, ირანს ბირთვული იარაღი არ მიეღო და თავიდან აერიდებინა შესაძლო თავდასხმა აშშ-სა და ისრაელზე. თავის მხრივ, ირანი იმედოვნებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ის ბირთვულ პროგრამას შეამცირებს, სანაცვლოდ კი აშშ-სგან სანქციების შერბილებას მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *