აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. ამის შესახებ მან კონგრესში, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
დემოკრატი წარმომადგენლის, იუან ვარგასის კითხვაზე მიიჩნევს თუ არა ბესენტი, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, მან დადებითად უპასუხა.
ამასთან, კითხვაზე, გამართავდა თუ არა მოლაპარაკებას ომის დამნაშავესთან, სკოტ ბესენტმა უპასუხა :
„ვფიქრობ, დიპლომატიის ბუნებაა, რომ ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება. ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო.“