“აშშ-ში ქარიშხალს მინიმუმ 21 ადამიანი ემსხვერპლა”, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება, ყველაზე მეტი 10 ადამიანი ტენესის შტატში იმსხვერპლა.
ასევე, ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, კენტუკის, ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებში.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა.