აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების გასაჯაროების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი შემცირდა.
ერთ დღეში უნცია მეტალის ფასი 3%-ითაა შემცირებული და ის ამჟამად 3,230 დოლარს შეადგენს, ანუ ერთდღიანი გაუფასურება 100 დოლარზე მეტია.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ტარიფების დროებით შეჩერების ფონზე, მკვეთრად შემცირდა გლობალური რეცესიის დაწყების რისკი, რაც ოქროს შეფასებაზე ნეგატიურად აისახება, რადგან ის გეოპოლიტიკური რისკებისგან თავის დასაზღვევი აქტივია.
ამ კორექციის მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში ოქროს მაინც შესანიშნავი შედეგი აქვს და მისი ზრდის მაჩვენებელი 38%-ს აღწევს.