აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ორშაბათს, ლონდონში გაიმართება

აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ორშაბათს, ლონდონში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამი წარმომადგენელი ჩინელ კოლეგებს ორშაბათს ლონდონში შეხვდება, სადაც მხარეები მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ვაჭრობის შეფერხებასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ – ამის შესახებ Reuters იტყობინება.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, მოლაპარაკებებში ვაშინგტონს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და ვაჭრობის წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ. პრეზიდენტს მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.

ასევე უცნობია, ვინ წარმოადგენს ჩინურ მხარეს. მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც ჩინეთის საელჩოს აშშ-ში.

ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოლაპარაკებებზე მიმდინარე კვირაში, სატელეფონო ზარით შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის ლიდერი პირად შეხვედრასაც გეგმავენ, მანამდე კი მოლაპარაკებებისთვის საკუთარ წარმომადგენლობას ამზადებენ. როგორც ტრამპმა პარასკევს განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დათანხმდა იშვიათი მინერალების შეერთებულ შტატებში მიწოდების განახლებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *