“აჭარა თაიმსის” ცნობით, ჩინეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

“აჭარა თაიმსის” ცნობით, ჩინეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

2 კვირის წინ, ჩინეთში ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათი ცნობით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. “აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ”, — აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *