კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს, ღონისძიების ფარგლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი ნარჩენების მეორად გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსწავლეების მიეცათ დავალება შეექმნათ ნივთები ან მაკეტი ნარჩენი მასალისგან.
,,კონკურსმა სკოლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, შემოვიდა ათეულობით განაცხადი და შეირჩა სამი საუკეთესო პროექტი, რომლებიც გამოირჩეოდა კრეატიულობით და გამოყენებული ნარჩენების მრავალფეროვნებით.’’ – აცხადებენ კომპანიაში.
გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები, ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ შუახევის ჰიდროელექტროსადგური და გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს.
კომპანიაში მიიჩევენ, რომ აღნიშნულ ღონისძიება მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეხმიანება წლევანდელი წლის თემას – დედამიწა პლასმასის გარეშე.
5 ივნისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება როგორც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1972 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა. 2025 წელს, გარემოს დაცვის დღის მთავარი მიზანია ყურადღება გაამახვილოს პლასტმასით დაბინძურების მზარდ პრობლემაზე და წაახალისოს გლობალური საზოგადოება პლასტმასის გამოყენების შემცირების, გადამუშავებისა და მდგრადი ალტერნატივების დანერგვისკენ.