ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
“ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

“ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ისჯება.

ბადრი ჯაფარიძეს მამუკა ხაზარაძის მსგავსად აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

დღეს პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიესაჯათ. მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა, მამუკა ხაზარაძეს კი 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *