მისივე თქმით, ეს არის ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი. იგი განმარტავს, რომ აღნიშნული ინდექსით დგინდება, ოჯახებში შეზღუდული რაოდენობით არსებული თანხიდან, რამდენია მიმართული ბავშვის განვითარებისკენ.
“ბავშვთა სიღარიბე ჩვენი ფიქრის და ზრუნვის ერთ-ერთი საგანია. იმის დამატებით რა მონაცემების შეგროვებაც ქვეყანაში ხდება, შევეცადეთ, ისევ საქსტატთან ერთად დაგვენერგა კიდევ ერთი მაჩვენებელი, ამას ეწოდება ბავშვის მრავალგანზომილებიანი სიღარიბე, ანუ ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი. რაში მდგომარეობს ეს ინდექსი?! – სიღარიბე რომელიც დღეს იზომება და მის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ფულადი განზომილებაა, ანუ როგორია ფულადი სიდუხჭირე ოჯახში, თუმცა როცა საქმე ბავშვებს ეხება ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფაქიზი საზომია რომ ჩვენ ვიცოდეთ იმ შეზღუდული რაოდენობით ფულიდან, რა სიკეთეა მიმართული ბავშვისკენ. ღებულობს თუ არა ბავშვი იმ მინიმალურ საგნებს და მომსახურებებს, რაც მისი გადარჩენისთვის და განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და ასეთია ეს მატერიალური დანაკლისის ინდექსი”, – განაცხადა ქეთი მელიქაძემ.