ონლაინ გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს ინფორმაციას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ. გამოცემის ცნობით, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორის მოვალეობას იმ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება, თამარ რუხაძე შეასრულებს.
თამარ რუხაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაში. იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, USAID-ის მედიაპროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.