ბათუმში, 2028 წელს Grand Life WorldHotels Luxury-ის გახსნა იგეგმება – პროექტს European Village აშენებს

ბათუმში, 2028 წელს Grand Life WorldHotels Luxury-ის გახსნა იგეგმება – პროექტს European Village აშენებს

ბათუმში, 2028 წელს luxury city-ტიპის სასტუმროს Grand Life WorldHotels Luxury-ის გახსნა იგეგმება.

15 მაისს, ბათუმში ისრაელურ-ქართულმა დეველოპერულმა კომპანია European Village LOI-მ მსოფლიოში უმსხვილეს მმართველ კომპანია Aimbridge Hospitality-სთან თანამშრომლობით, Aimbridge-თან შეთანხმებით ახალი ფლაგმანური სასტუმროს Grand Life WorldHotels Luxury-ს საოპერაციო მართვაში შესვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ბათუმში გაფორმებული ხელშეკრულება, მიმდინარე წლის 29 აპრილს დუბაიში Best Western Hotels & Resorts-ისა და დეველოპერულ კომპანია European Village-ის შორის გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებას წარმოადგენს. მხარეთა თანამშრომლობის მიხედვით, სასტუმრო Grand Life WorldHotels Luxury, Best Western-ის სტრუქტურაში შემავალ მაღალი კლასის სეგმენტის WorldHotels Luxury-ის ნაწილი ოფიციალურად გახდება.

დეველოპერულ კომპანია European Village-ში აღნიშნავენ, რომ ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან Grand Life WorldHotels Luxury აღმოსავლეთ ევროპაში WorldHotels Luxury-ის პირველი, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ობიექტი იქნება. გლობალურად ბრენდის პორტფელში ამ ტიპის სულ 8 სასტუმრო ოპერირებს.

სასტუმროს პროექტი, ბათუმის ახალი ცენტრის, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ხაზში, 5-ვარსკვლავიანი luxury city-სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. ის ორი ბლოკისგან შედგება, რომელიც 86 ოთახს და 69 სასტუმრო რეზიდენციას აერთიანებს. სტუმრებისა და რეზიდენციების მფლობელებს კი 100-ზე მეტი ობიექტი იქნება ხელმისაწვდომი – რესტორნები, ბარები, SPA, ფიტნეს-ზონები, საკონფერენციო დარბაზები და დახურულ პარკინგი.

WorldHotels – ეს უნიკალურობისა და ინდივიდუალურობაზეა. ახალი სასტუმროს კონცეფცია ბათუმში ჩვენს ღირებულებებს ასახავს: აქ, საერთაშორისო ფუფუნების პირობებში მოსული სტუმარი იღებს ნამდვილ, ავთენტიკურ გამოცდილებას”, – აღნიშნა WorldHotels-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა ვაიცე ვან დერ ბერგმა.

დეველოპერულ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში luxury-სასტუმროების ბაზარი ფორმირების ეტაპზეა. სექტორის მონაცემები, ძვირადღირებული ბრენდირებული სასტუმროების მიწოდების მაჩვენებელი კვლავ შეზღუდულია, მიუხედავად საერთაშორისო ტურისტების ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნისა. კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ერთადერთი luxury city-ის ტიპის სასტუმრო Paragraph Freedom Square Tbilisi-ია, რომელიც 2023 წლის Luxury Collection от Marriott International-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნა. European Village-ში ამბობენ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ანალოგიური პროექტები ჯერ არ არის და პირველ ასეთ სასტუმროს სწორედ თავად გახსნიან.

“ბათუმში Luxury-ტიპის სასტუმროების განვითარები პოტენციალი დიდია და ზრდას განაგრძობს. დღევანდელი შეთანხმება, საქართველოში ახალი ტურისტული ეკოსისტემის ფორმირების მიმართულებით ჩვენი სისტემური მუშაობის შედეგია”, – აღნიშნავს European Village-ის გენერალური დირექტორი არჩილ ფარტენაძე და დასძენს, რომ ამერიკული ბრენდები საქართველოში Luxury კატეგორიის სასტუმროების ბაზარზე აქტიურად შემოდიან.

აღსანიშნია, რომ Aimbridge Hospitality-მ მანამდე სასტუმრო Wyndham Grand Batumi Gonio-ს მართვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც რეგიონში luxury-კომპლექსის ფორმატის all inclusive resort იქნება. ორივე პროექტის დეველოპერი საქართველოში ბრენდული სასტუმროების უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე European Village-ია.

Aimbridge Hospitality მსოფლიო მასშტაბით 1 500-ზე მეტ სასტუმროს მართავს და upscale-ის და luxury სეგმენტში 65-წლიანი გამოცდილების ისრტორია აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *