ბათუმში ICRHOME გაიხსნა – რას სთავაზობს ფილიალი მომხმარებელს სააღდგომოდ?

ბათუმში ICRHOME გაიხსნა – რას სთავაზობს ფილიალი მომხმარებელს სააღდგომოდ?

ბათუმში 12 აპრილს ავეჯის მულტიბრენდული ჰაბის ICRHOME – ის ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია მექერიშვილმა ისაუბრა.

ICRHOME საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ნაწილია და კომპანიის ავეჯის მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან პოზიციონირებს მულტიბრენდული ჰაბის და ონლაინ მაღაზიის ფორმატით. თუმცა მასში შემავალი ბრენდები, განსაკუთრებით “ლაბორატორია ჩემი სახლი” და “კარე” მრავალი წელია ავეჯის ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებს. ბათუმში ICRHOME წარმოდგენილია „ლაბორატორია ჩემი სახლის“, “კარეს” და “ნატერიალის” შოურუმებით.

როგორც გუნდში აღნიშნავენ, ბათუმის სწრაფად მზარდი ბაზრის და მოთხოვნის გათვალისწინებით, ICRHOME განსაკუთრებულ შესაძლებლობას შექმნის როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორებისთვის.

„ბათუმს მნიშვნელოვან ბაზრად მივიჩნევთ, სადაც მომხმარებელი ელოდება სწორედ იმ ბრენდებს, პროდუქტს და სერვისს, რომლითაც ბაზარზე შევდივართ. კოლექციები საინტერესო იქნება ქალაქის ბიზნეს სექტორისთვისაც, განსაკუთრებით კი ჰოსფითალითის მიმართულებისათვის“, – ამბობს ნათია მექერიშვილი.

ბრენდი „ლაბორატორია ჩემი სახლი“ მომხმარებელს შესთავაზებს სახლის ავეჯს, ასევე დეკორს და განათებას. ხოლო „ნატერიალი“ ფრანგული ბრენდია, რომელიც გარე ავეჯის მრავალფეროვანი კოლექციით იქნება წარმოდგენილი. „კარე“, თავის მხრივ, გერმანული ბრენდია, რომელიც ორიგინალური ნივთებით გამოირჩევა და მომხმარებელს დახვეწილ ავეჯთან ერთად განსაკუთრებულ ცხოვრების სტილს სთავაზობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ გახსნისთვის ICRHOME განსაკუთრებულად მოემზადა და მომხმარებელს სრულ კოლექციაზე, სააღდგომო ფასდაკლებასთან ერთად საინტერესო შეთავაზებები დაახვედრა.

გუნდში მიიჩნევენ, რომ ბათუმის ბაზარზე შესვლა ICRHOME-სთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. კომპანია გეგმავს, რომ აღნიშნული პროექტით ბათუმელ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და ტრენდული პროდუქტი შესთავაზოს.

ცნობისთვის, ჯამში კომპანია ICR-ს დღეისათვის 1000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ICR HOME-ის ბათუმის ფილიალი კი პირველ ეტაპზე 10-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *