ბანკებს კრიპტოაქტივებთან ადაპტაცია ან გაკოტრება მოუწევთ – ერიკ ტრამპი

ბანკებს კრიპტოაქტივებთან ადაპტაცია ან გაკოტრება მოუწევთ – ერიკ ტრამპი
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ვაჟის, ერიკ ტრამპის განცხადებით, თანამედროვე ფინანსური სისტემა ფუნდამენტური ტრანსფორმაციის წინაშე დგას, რომელიც ბლოკჩეინს უკავშირდება. მისი შეფასებით, ის ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც კრიპტოაქტივებთან არ ადაპტირდებიან და პროგრესს ჩამორჩებიან, მომდევნო ათ წელიწადში გარდაუვალი გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.

ტრამპის განცხადებით, ბლოკჩეინი გაცილებით სწრაფი, მოქნილი და დაცულია, ვიდრე საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ი, რომელიც უკვე არქაულ ტექნოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ ბანკებმა ბლოკჩეინზე მიგრაციის პროცესი დროულად უნდა დაიწყონ.

ერიკ ტრამპის ასეთი პოზიცია გასაკვირი არავისთვის არ არის, რადგან ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი საკუთარ კრიპტოვალუტას, ბლოკჩეინს, მაინინგ-კომპანიას და კრიპტოპლატფორმას ფლობს, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ერიკ ტრამპს პირდაპირი ბიზნესინტერესი ამოძრავებს, რომელსაც მისი მამა, დონალდ ტრამპიც იზიარებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *