ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 3.4%-ით შემცირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 3.4%-ით შემცირდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში გადის, ნავთობის ექსპორტი 2025 წლის იანვარ-მაისში წლიურად 3.4%-ით შემცირდა და 11.6 მილიონი ტონი შეადგინა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, იანვარ-მაისის პერიოდში აზერბაიჯანის ნავთობის მთლიანმა ტრანზიტმა 15.4 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც 75.5%-მა სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით გაიარა.

ამასთან, მილსადენის გავლით სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი, ტრანზიტული ნავთობის მოცულობა იანვრიდან მაისამდე პერიოდში 1.934 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2.237 მილიონი ტონა იყო.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, კომპანია BP-ის ოპერირებით, ნავთობი აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგი-გიუნშელის საბადოებიდან, საქართველოს გავლით, თურქეთში ჩადის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *