ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა.

„მივემგზავრები აშშ-ში რომ შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს, რათა განვიხილოთ მძევლების საკითხი და დავასრულოთ ღაზაში გამარჯვების საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, ისრაელზე დაწესებულ ტარიფებზეც ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, შევძლებ ამის მოგვარებას. შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ პირველი საერთაშორისო ლიდერი, რომელიც ტრამპს ისრაელის ეკონომიკისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხვდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე.

აშშ ისრაელის უახლოესი მოკავშირე და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ორივე ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 40 წლის წინ მოაწერა ხელი და დღეს აშშ-დან ისრაელში შემოსული საქონლის დაახლოებით 98% საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალია.

ისრაელის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ბოლო პერიოდში ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ისრაელიდან ექსპორტირებულ მანქანებზე და სამედიცინო მოწყობილობებზე.

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *