ბიზნეს გიდის მომსახურება დისტანციურადაც ხელმისაწვდომი გახდა – TBC-ი ბიზნესისთვის

ბიზნეს გიდის მომსახურება დისტანციურადაც ხელმისაწვდომი გახდა – TBC-ი ბიზნესისთვის

ბიზნეს გიდის მომსახურება დისტანციურად ხელმისაწვდომი გახდა, – ამის შესახებ თიბისის ბიზნესსეგმენტის მართვის ლიდერმა, ვეფხია ლომინაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

ლომინაშვილის ინფორმაციით, ბიზნეს გიდი TBC ბანკის სერვისია ბიზნესებისთვის. მისი საშუალებით, ბიზნესებს სხვადასხვა სერვისებისა და პროდუქტების, ამასთან კონსულტაციების მიღება ამ დრომდე მხოლოდ ფილიალში მისვლით შეეძლოთ, თუმცა ბანკმა სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადა.

“ჩვენ, ჩვენი მისიიდან გამოვდივართ, რომ ცხოვრება გავუმარტივოთ და ეს ბუნებრივია ბიზნესსაც ეხება. შესაბამისად, როდესაც TBC -ში ბიზნეს გიდის პოზიცია ფილიალებისთვის შევქმენით, მიზანი ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება იყო. იქნება ეს ტრანზაქცია, სხვადასხვა პროდუქტებით თუ სერვისებით სარგებლობა და სხვა. დავფიქრდით და ვთქვით, გადატვირთულ სამყაროში რატო არ უნდა იყოს ეს სერვისი დისტანციურად და რატო უნდა სჭირდებოდეს ამ სერვისის მისაღებად ჩვენს ბიზნეს კლიენტებს ფილიალში მოსვლა. ზოგადად სტრატეგიულად მივდივართ იქით, რომ მომხმარებლებს ციფრული და დისტანციური სერვისები შევთავაზოთ, რადგან დრო არის ყველაზე ძვირფასი. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლები ციფრულად და დისტანციურად შეძლებენ სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციების გავლას.

თვითონ ბიზნეს გიდის შექმნის იდეა ის იყო, რომ ჩვენს ბიზნეს კლიენტს ინფორმაცია მაქსიმალურად ამომწურავად მიეღო არა მხოლოდ საბანკო პროდუქტებზე, მათ შორის ისეთ პროდუქტებზეც რომელიც მათი ბიზნესისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. ეს იქნება სახელმწიფო პროექტები თუ საგრანტო პროდუქტები“, – ამბობს თიბისის ბიზნესსეგმენტის მართვის ლიდერი და დასძენს, რომ აღნიშნული სერვისით ყველა ტიპის ბიზნესს, მიკრო ბიზნესიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დამთავრებული სარგებლობა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს გიდის სერვისი უკვე ბანკის აპლიკაციაშივეა ინტეგრირებული, ასევე სერვისის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვითაც შესაძლებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *