ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 67 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 64 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის. ამას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტი ტრამპი თითქმის ყოველ კვირა ახალ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ეკონომიკურ და გეოპოლიტიკური რისკებს ზრდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *