საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 64 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 61 დოლარია.
ერთ კვირაში ნავთობი 1.5%-ით არის გაიაფებული, წინა წელთან შედარებით კორექციის მაჩვენებელი კი 22%-ს შეადგენს.
ბოლო პერიოდში ნავთობის გაიაფება OPEC-ის გარშემო გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება. არსებობს მოლოდინი, რომ ყაზახეთი და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოები ენერგეტიკულ ალიანსს დატოვებენ და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ფასების ომს დაიწყებენ, ანუ ისინი ნავთობის გაიაფებას შეეცდებიან, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ფასების შემცირებამდე მიგვიყვანს.
მართალია, OPEC-ის დაშლის საფრთხეს ანალიტიკოსები მოსალოდნელად არ აფასებენ, თუმცა ის რისკი, რომელიც არსებობს, ამჟამად ნავთობის ფასზე ნეგატიურად არის ასახული.