ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – ამჯერად უნცია ოქროს ღირებულებამ 2,240 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 2.5%-ს შეადგენს.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რაც, საერთო ჯამში, ხელსაყრელ მოცემულობას ქმნის ოქროს ინვესტორებისთვის.