ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – ამჯერად ერთ კვირაში ფასი 3.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 2,330 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 42%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 5%-ს შეადგენს.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რაც, საერთო ჯამში, ხელსაყრელ მოცემულობას ქმნის ოქროს ინვესტორებისთვის.