ბირჟაზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება

ბირჟაზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება იზრდება – ამჟამად უნცია ოქროს ფასი 3,376 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 13%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი ერთთვიან პერიოდში 10%-ითაა მომატებული, ხოლო ერთწლიან პერიოდში 21%-იან ზრდას ვხედავთ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს და ვერცხლის გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ძვირფასი მეტალების ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და “სავაჭრო ომის” გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს. ამასთან, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ, რაც ოქროს ღირებულებას დამატებით ზრდის.

ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ინვესტორები ოქროს და ვერცხლს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *