ბირჟაზე შაქრის ფასი შემცირდა

ბირჟაზე შაქრის ფასი შემცირდა
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს, ხოლო ერთწლიან პერიოდში ვარდნა 11%-ია.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) შეფასებით, 2025 წლის დეფიციტის მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით 30%-ით ნაკლები იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებას უწყობს ხელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *