ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მცირდება

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მცირდება
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 660 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 1%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 84,500 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.7 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 1,600 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $191 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ “ტარიფების ომის” დაწყებასთანაა დაკავშირებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *