ბიტკოინის ფასი ზაფხულამდე 120 000 დოლარს მიაღწევს – Standard Chartered

ბიტკოინის ფასი ზაფხულამდე 120 000 დოლარს მიაღწევს – Standard Chartered
მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ზაფხულამდე ბიტკოინის ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.5 ტრილიონი დოლარი გახდება.

თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი ნიშნულიდან დაახლოებით 27%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება მომავალ წელს, ანალიტიკოსებს პროგნოზით, 2026 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250,000 დოლარი გახდება და მისი კაპიტალიზაცია $4.5 ტრილიონს მიაღწევს, რაც უფრო მაღალი შეფასება იქნება, ვიდრე დღეს პლანეტაზე არსებული ნებისმიერი კომპანიისა.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირების პროცესს დააჩქარებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად მასზე მოთხოვნის ზრდა და ამ აქტივის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ინტერესის გამოჩენა სახელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *