ბიტკოინის ფასი 105,000 დოლარამდე გაიზარდა

ბიტკოინის ფასი ზაფხულამდე 120 000 დოლარს მიაღწევს – Standard Chartered
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ბიტკოინის ფასი 105,000 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამორჩეული შედეგი აქვს ეთერიუმსაც, რომელიც თითქმის 40%-ით გაძვირდა და ერთი მონეტის ფასი ამჟამად $2,600-ს აღწევს.

საერთო ჯამში, ბაზრის კუმულაციური შეფასება $3 ტრილიონ 360 მილიარდის ფარგლებშია, ანუ ბოლო ორ კვირაში კაპიტალიზაცია თითქმის $0.5 ტრილიონით გაიზარდა.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკული საფონდო ინდექსების აღმასვლასთან, რაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური რისკების შემცირებით და აშშ-ჩინეთის შეთანხმებით არის განპირობებული, რომლებმაც სავაჭრო ტარიფები დროებით გააუქმეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *