Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 8 აპრილის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ერთ დღეში $350 მლნ-ით შემცირდა.
ივანიშვილის კაპიტალს Bloomberg-ი ამ მომენტში $6.83 მილიარდად აფასებს, რითაც მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონებას რაც იქამდე 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.