ბოლო დღეებში უკანონო მიგრაციის გამო საქართველოდან 14 ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს – შსს

გაძევების გაადვილება, შემოსვლის გართულება, ჯარიმები – “ოცნების” უცხოელების შესახებ კანონი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან 25 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებები მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კოორდინაციით განხორციელდა. უწყების განმარტებით, გაძევება შეეხო მოქალაქეებს სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ირანიდან, ნიგერიიდან, ტაჯიკეთიდან, ჩინეთიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, ალჟირიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან.

„გაძევებულ პირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაუწესდათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გამოვლენა და მათ გაძევებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

უწყება აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *