ბოლო 10 წელში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია – როგორია მაჩვენებლები?

ბოლო 10 წელში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია – როგორია მაჩვენებლები?

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია. ამის შესახებ სებ-ის მიერ ჩატარებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა 1.1 მლრდ ლარს აჭარბებდა, რაც მეტია 2023 წელს დაფიქსირებულ 1.09 მლრდ ლარზე. 2014-2023 წლებში ბრუნვის საშუალოწლური ზრდა 11.6% იყო.

ბრუნვა საშუალოდ ერთ მოქმედ ღვინის საწარმოზე 2024 წელს 1 მლნ ლარი იყო, რაც ნაკლებია 2023 წლის 1.1 მლნ ლარზე.

ამასთან, ეროვნული ბანკის კვლევის თანახმად, ღვინის სექტორში აქტიურ საწარმოთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. 2014-2023 წლებში მოქმედი საწარმოების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 15.2% იყო. უფრო დეტალურად, გასულ წელს ღვინის სექტორში დარეგისტრირებული 2 367 საწარმოდან მოქმედი 1 137 ანუ 44% იყო, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2023 წელთან შედარებით, როდესაც აქტიური 1 026 საწარმო იყო, ანუ რეგისტრირებულებიდან 42%. ამასთან, გასული წლის მონაცემებით, ღვინის სექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა წილი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული საწარმოების 0.23%-ია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *