ამასთან, როგორც მან ბრიფიგნზე განაცხადა, უწყებაში პოლიტიკურად მოტივირებული რეორგანიზაციის შედეგად კადრების 30-40%-ის გაშვება იგეგმება.
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს. ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად გამოაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში.
ევროპული დირექტორატის გაუქმებასთან ერთად, „ქართული ოცნება“, მისი თვითგამოცხადებული ე.წ. მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდასაც აანონსებს სამინისტროში, სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40%-იანი შემცირება”,- თქვა გეგელიამ.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის გაუქმებას უარყოფენ. როგორც უწყებაში bmg-ის უთხრეს, რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.
“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას”,- ამბობენ უწყებაში.
BMG კვლავ ცდილობს სამინისტროსგან მიიღოს პასუხი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.