ამასთან, აპრილსა და მაისში ბრიტანეთში გენერირებული ელექტროენერგიის 10%-ზე მეტი მზის პანელებზე მოდის.
2025 წლის გაზაფხული ყველაზე მზიანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა 1910 წელს მონაცემთა ბაზის წარმოება დაიწყო. კერძოდ, 1-დან 31 მაისის ჩათვლით ქვეყანაში 653 მზიანი საათი დაფიქსირდა, რაც 43%-ით აღემატება 1961-1990-იანი წლების საშუალოს და 2020 წელს დამყარებულ რეკორდს. ამასთან ჩანს, რომ ტენდენცია კლებას არ აპირებს. ასწლეულის განმავლობაში 10-დან 7 ყველაზე მზიანი გაზაფხული 2000-იან წლებში დაფიქსირდა.
Carbon Brief-ის ანალიზით, გაზრდილი მზიანობა ბუნების ცვალებადობით, ამინდის შეცვლილი კანონზომიერებითა და ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული. მიუხედავად ამ მიზეზებისა, ამინდის გაუმჯობესებას სხვა უპირატესობებიც მოყვა, მათ შორის მზის პანელების ინსტალაციის შემთხვევების ზრდაც.
ამასთან, მზის ენერგიის გენერაციის ზრდამ ხელი შეუწყო 710 მილიონი ევროს დაზოგვას, რასაც ბრიტანეთი გაზის იმპორტში დახარჯავდა. საუბარია ატმოსფეროში 6 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის პრევენციაზე.
მიუხედავად გენერაციის ზრდისა, მზის ენერგია ბრიტანეთის ელექტრომომარაგების რიგით მეექვსე წყაროა. 2025 წელს მზის პანელებზე მოდის 7.6 ტერავატ/საათი ენერგია. გაზი პირველ ადგილზე რჩება – 37 ტერავატ/საათით, ქარი მეორეზე – 33 ტერავატ/საათით, მესამე ადგილს კი იმპორტირებული ენერგია იკავებს საათში 18 ტერავატით.