ბრიტანეთში ინფლაცია მოულოდნელად გაიზარდა

ბრიტანეთში ინფლაცია მოულოდნელად გაიზარდა
გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით და მოულოდნელ ნახტომს წარმოადგენს.

რაც შეეხება საბაზისო ინფლაციის დონეს, ანუ Core CPI-ს, აღნიშნული მაჩვენებელი 3.8%-მდე გაიზარდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელი იყო, თუმცა ამჟამად განაკვეთი 4.25%-მდეა შემცირებული.

ბოლო პერიოდში ინფლაციის ზრდა სურსათის, ენერგეტიკული რესურსების და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას უკავშირდება, რაც ბრიტანეთში ინფლაციის დაჩქარებას იწვევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *