“გადმოდით ქართველი ხალხის მხარეს” – აქციის მონაწილეებმა შსს-სთან პოლიციელებს მიმართეს

“გადმოდით ქართველი ხალხის მხარეს” – აქციის მონაწილეებმა შსს-სთან პოლიციელებს მიმართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისულმა მოქალაქეებმა პოლიციელებს მიმართეს, რომ გადმოვიდნენ ქართველი ხალხის მხარეს და უარი თქვან იმ ბრძანებებზე, რომლის მიხედვითაც ავალებენ აქციის მონაწილეების წამებას და დატყვევებას. “ჩვენ ახალგაზრდები რას ვითხოვთ ისეთს, რაც არ უნდათ პოლიციელებს, ან იმ ადამიანებს, ვინც ყოველ დღე გვაწიოკებს. პოლიციელებო, არ გინდათ ჯანსაღი გარემო? არ გინდათ სამართლიანი საზოგადოება?არ გინდათ უკეთესი მომავალი თქვენი შვილებისთვის, თქვენ ოჯახებისთვის? არ გინდათ გქონდეთ უკეთესი ხელფასები, უკეთესი დაფასება ჩვენგან? რატომ უნდა ისმენდეთ ლანძღვას? რატომ უნდა ვიყოთ დაპირისპირებული? ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ადამიანის და მათ შორის პოლიციელების საქმე იყოს დაფასებული. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქართველ პოლიციელებს ჰქონდეთ ის დაფასება, რაც არის ევროპაში. …გადმოდით ქართველი ხალხის მხარეს და უარი თქვით იმ ბრძანებებზე, რომლის მიხედვითაც გავალებენ ჩვენს წამებას და დატყვევებას.”, — ნათქვამი იყო პოლიციელებისადმი მიმართვაში, რომელიც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წაიკითხა მოქალაქეები დღეს ისნის მეტროსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. “ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის 4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ. ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა!”, — ნათქვამი იყო აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *