გაზსადენის დაზიანების გამო დიღმის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 4100 აბონენტს შეუწყდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„სარემონტო სამუშაოების დროს ერთ–ერთი კომპანიის მიერ დაზიანდა „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი, რის გამოც დღეს, 26 მარტს, 17:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა შემდეგ მისამართებზე.
დიდი დიღომი: III მ/რ (ტელევიზორების ქარხნის მიმდებარე ტერიტორია), მირიან მეფის ქ. 8, 8კ, 20, 96,
სოფ. დიღომი – ნაკვეთი 753, 2,
თინათინის ქ. 2, 3, 4, 5, 8, 11
ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 40, 48, 54-3, 64, 90.
ავთანდილის ქ. 8, 9ა, 11
ტარიელის ქ. 10, 16, 23
დავარის ქ. 1, 12, 13, 19, 20, 21, 22, 26, 27, 28, 29, 34, 36, 37, 42, 44, 46, 52
ფატმანის ქ. 23, 81, 98
რამაზის ქ. 58, 58ბ
ასმათის ქ. 15, 19, 21, 30, 33, 35, 56, 58
გაზის მიწოდება ასევე შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 27 მარტს 10:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათისთვის.
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – აცხადებენ კომპანიაში.