ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზე არ არის და ვითარება გაუარესებულია.
“საქართველოზეც ვისაუბრებთ დღეს. როგორც თქვით ვითარება გაუარესებულია. კვლავ მაგიდაზე იქნება სანქციების საკითხი იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ. ჩვენ ასევე განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ არის”, – ამბობს კალასი.
დღეს, 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.