გასულ წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოვა, 120 მლნ – მოიხმარა – OIV

გასულ წელს საქართველომ 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოვა, 120 მლნ – მოიხმარა – OIV

2024 წელს საქართველომ 236 000 000 ლიტრი (≈2.4 mhl) ღვინო აწარმოვა, 119 900 000 ლიტრი (≈1.2 mhl) კი მოიხმარა – ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ვებგვერდზე, საქართველოს სტატისტიკაშია მოცემული.

ორგანიზაციის თანახმად, ქვეყანაში ღვინის წარმოება წლიურად 26.6%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოში რიგით მე-16 მწარმოებელია. ამასთან, როგორც გასული წლის ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლის წარმოება 19.7%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი, საუკუნის დასაწყისიდან, რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით: “წარმოების ზრდა განპირობებულია ღვინის ძირითად რეგიონებში ამინდის სახარბიელო მდგომარეობით”.

ოცეულში საქართველოს შემდეგ ხვდებიან: ავსტრია (2.2 mhl), ბრაზილია (2.1 mhl), საბერძნეთი (1.4 mhl) და მოლდოვა (1.1 mhl).

OIV-ის თანახმად, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ვენახები 48 700 ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიურად 0.4%-იანი ზრდაა – ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მოხმარებას, ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოში ამ სასმლის მოხმარება 28.2%-ით გაიზარდა და 119 900 000 ლიტრს (1.2 mhl) მიაღწია, რითაც ქვეყანა 29-ე ადგილს იკავებს.

ამასთან, OIV-ის ინფორმაციით, საქართველოს 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წლიურად, საშუალოდ, 39.9 ლიტრ ღვინოს სვამს. გლობალურად ღვინის მოხმარების 0.6% საქართველოზე მოდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *