ორგანიზაციის თანახმად, ქვეყანაში ღვინის წარმოება წლიურად 26.6%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოს იმ 180-მდე ქვეყანას შორის, რომლებსაც OIV აფასებს, რიგით მე-16 მწარმოებელია.
ამავე პორტალზე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველომ 186,5 მილიონი ლიტრი აწარმოვა და მე-18 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის წარმოების მიხედვით ქვეყანა ორი პოზიციით დაწინაურდა.
როგორც გასული წლის ვაზისა და ღვინის სექტორის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლის წარმოება 19.7%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული წელი, საუკუნის დასაწყისიდან, რეკორდული იყო ღვინის წარმოების კუთხით: “წარმოების ზრდა განპირობებულია ღვინის ძირითად რეგიონებში ამინდის სახარბიელო მდგომარეობით”.
საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა ღვინის მოხმარების კომპონენტშიც. გასულ წელს საქართველოში ამ სასმლის მოხმარება 28.2%-ით გაიზარდა და 119 900 000 ლიტრს მიაღწია, რითაც 32-დან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.
უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია გაშენებული ვენახების ფართობის მიხედვით. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ვენახები 48 700 ჰექტარზეა გაშენებული, რაც 2023 წლის 48 500 ჰა-ს 0.4%-ით აღემატება – ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზე დარჩა.