გასულ წელს GWP-ის მომხმარებლებისთვის წყლის 8 600-ზე მეტი წყვეტა დაფიქსირდა – ენერგოომბუდსმენი

გასულ წელს GWP-ის მომხმარებლებისთვის წყლის 8 600-ზე მეტი წყვეტა დაფიქსირდა – ენერგოომბუდსმენი
2024 წლის მონაცემებით, ენერგოომბუდსმენის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე საქმის წარმოება 244 განცხადების საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, ლიცენზიატ კომპანიებში გაიგზავნა 618 რეკომენდაცია/შუამდგომლობა.

კომპანიების მიხედვით განცხადებების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 143
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 92
  • შპს „ბათუმის წყალი“ – 9

მომხმარებლების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა აქტუალური საკითხები, რომელთა შორის უმრავლესობა შეეხება მომსახურების ხარისხს. მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელის დაზიანება, მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება დაბალი წნევით, ქსელზე მიერთების სამუშაოების დაგვიანებით შესრულება და სხვ. სადავო საკითხების ნაწილი განეკუთვნებოდა მომხმარებლების პრეტენზიებს ლიცენზიატი კომპანიების მიერ უსაფუძვლო დარიცხვასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცდომით აღებით, სულადობის არასწორი მონაცემების დაფიქსირებით, დაზიანებული მრიცხველით და სხვა.

ანგარიშის თანახმად, მომხმარებლებისთვის აქტუალურ საკითხად რჩება კომპანიების ცხელი ხაზის გაუმართავად მუშაობა. დამცველის სამსახურში შემოსული პრეტენზიების ნაწილი ამ საკითხს უკავშირდება. ლიცენზიატი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2024 წელს მათ ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობა და პასუხგაცემული ზარების რაოდენობა გამოიყურება შემდეგნაირად: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე ჯამურად დაფიქსირდა 946,596 ზარი, საიდანაც პასუხი გაეცა 774,099 ზარს (82%). უპასუხო ზარებზე მოგვიანებით ხდება უკუკავშირი. რაც შეეხება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მონაცემებს, დაფიქსირდა 124,617 შეტყობინება, პასუხგაცემული ზარების რაოდენობა – 114,436 (92%). შპს „ქობულეთის წყალის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 389 შეტყობინება; შპს „საჩხერის წყალკანალის“ ცხელ ხაზზე – 3,302 ზარი, ხოლო პასუხი გაეცა 3,051 ზარს; შპს „მარნეულის სოფწყალის“ მონაცემებით – 58 ზარიდან პასუხგაცემულია 52.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია მომსახურების წყვეტების (გეგმური და არაგეგმური) რაოდენობისა და მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზების შესახებ. კომპანიების მიხედვით დეტალური მაჩვენებლები ასეთია:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – 2024 წლის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა შიდა და გარე მიზეზებით მოხდა: ა) შიდა მიზეზი, როდესაც წყვეტა გამოწვეულია კომპანიის მფლობელობაში არსებული ცალკეული აქტივების ავარიული დაზიანების (7,284 ერთეული) ან/და მათი გეგმური რეაბილიტაციის გამო (250 ერთეული); ბ) გარე მიზეზი (1,023 ერთეული), როდესაც სასმელი 47 წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მესამე მხარის მიერ კომპანიის მფლობელობაში არსებული აქტივების დაზიანებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო და სხვ.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 2024 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სასმელი წყლის მიწოდების 2,977 წყვეტის ფაქტი. მათ შორის გეგმური წყვეტა – 256; არაგეგმური წყვეტა – 2,721. რეგიონების მიხედვით წყვეტების რაოდენობით ლიდერობს კახეთის რეგიონი, სადაც დაფიქსირდა 656 შემთხვევა, ყველაზე ნაკლები შემთხვევა გურიაში დაფიქსირდა.

შპს „ბათუმის წყალი“ – 2024 წელს დაფიქსირდა 506 წყვეტა, მათ შორის 24 გეგმური. არაგეგმური წყვეტების მიზეზებია ავარიული დაზიანებები და უხვი ნალექებით გამოწვეული ფორს-მაჟორული სიტუაციები, როდესაც მომარაგება ერთდროულად შეწყვეტილი აქვს 15 ათას მომხმარებელს.

შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ მოწოდებული მონაცემებით, ქობულეთის ნაწილს ორჯერ შეუწყდა წყალმომარაგება მილსადენის მექანიკური დაზიანების გამო.

შპს „საჩხერის წყალკანალი” – გეგმური წყვეტა იყო 5, ხოლო არაგეგმური – 93, ხოლო წყვეტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ინტერნეტის ბოჭკოვანი კაბელის მიწაში ჩადება, საკანალიზაციო ქსელების მოწყობა, ელექტროენერგიის ბოძების შეცვლა და სხვ.

შპს „საგარეჯო“ – დაფიქსირდა 9 წყვეტა.

შპს „მარნეულის სოფწყალი” – 18 წყვეტაზე, რაც გამოწვეული იყო მილსადენებზე ავარიული დაზიანებებითა და ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტით.

შპს „სოგურმა“ დააფიქსირა სასმელი წყლის არაგეგმური წყვეტის 4 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ელექტროენერგიის მომარაგების შეფერხებით.

ანგარიშის მიხედვით, ქსელზე მიერთების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით დამცველის სამსახურს ხშირად მიმართავენ მოქალაქეები. უმრავლეს შემთხვევაში ლიცენზიატი კომპანია მიუთითებს, რომ დაგვიანება გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილებაზე, რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

გასული წლის მონაცემებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაემატა 24,213 ახალი მომხმარებელი; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ – 20,293; შპს „ბათუმის წყალს“ – 10,965; შპს „ქობულეთის წყალს“ – 760; შპს „საჩხერის წყალკანალს“ – 73; შპს „საგარეჯოს“ – 12; შპს „მარნეულის სოფწყალს“ – 188.

ამასთან, 2024 წლის მანძილზე ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა დაზიანებული წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელთან დაკავშირებული პრობლემების რეკორდული მაჩვენებელი. ანგარიშის მიხედვით, წყალარინების ქსელის დაზიანებისას, მომხმარებლის მიერ კომპანიების ცხელ ხაზზე შეტყობინება ხშირ შემთხვევებში რეაგირების გარეშე რჩება ან, მყისიერი მოქმედების ნაცვლად, რამდენიმე დღითაა დაგვიანებული. წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით გასულ წელს კომპანიებში შესული შეტყობინებების სტატისტიკა ასეთია:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 90 ათასამდე შეტყობინება;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანია“ – 9260 შეტყობინება;
  • შპს „ბათუმის წყალი“ – 1500 შეტყობინება;
  • შპს „ქობულეთის წყალი“ – 45 შეტყობინება;
  • შპს „საჩხერის წყალკანალი“ – 36 შეტყობინება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *