გაშიფრეს, თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე

გაშიფრეს, თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს მომხდარი ამბები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, 
 
„რა უთხრეს ერთმანეთს მსოფლიო ლიდერებმა პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს“,- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტუჩის მოძრაობის ამოკითხვის სპეციალისტებმა სცადეს. სტატიას „ნიუ-იორკი“ პოსტი აქვეყნებს. 

გამოცემის ცნობით, მელანია ტრამპმა მეუღლეს ანიშნა, რომ დაკრძალვის დროს ხელი სხვა მსოფლიო ლიდერებისთვისაც ჩამოერთმია.

„დონალდ, მარცხნივ გაიხედე“,- როგორც ექსპერტი, ჯერემი ფრიმენი ამბობს, მელანიამ დონალდ ტრამპს ეს სიტყვები ჩასჩურჩულა. პირველი ლედის მითითების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისსა და ესპანეთის მეფეს მიუბრუნდა და უთხრა – „ძალიან მიხარია თქვენი ნახვა“.  

დონალდ ტრამპს მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი ეცვა, მელანიას კი შავი, მაქმანებიანი კაბა,  ცერემონიის დროს დონალდ ტრამპმა მელანიას ჰკითხა – „კარგად ხარ?“, რაზედაც მელანიამ თავის დაქნევით უპასუხა.  „კარგი დისკუსია იყო“,- უთხრა ერთ მომენტში დონალდმა მეუღლეს, თუმცა, გაურკვეველია, რომელ დისკუსიაზე საუბრობდა აშშ-ის პრეზიდენტი.  „დროა“,- უთხრა შემდეგ მელანიას დოლანდმა, რაზედაც აშშ-ის პირველმა ლედიამ ასე უპასუხა: „დიახ, გეთანხმები“. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *