გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს – ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო – ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.
დანიშვნამდე ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. გვარაკიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა პროკურატურაში.
დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყაველაშვილი კი ფინანსთა სამინისტროში, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.