გერმანიაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ბარში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა – დაჭრილია 5 ადამიან

გერმანიაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ბარში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა – დაჭრილია 5 ადამიან

გერმანიაში, ქალაქ ბილეფილდში, დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი ბარში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი განურჩევლად ყველას ესხმოდა თავს. მათი განმარტებით, ის დანით და ხელჯოხით იყო შეიარაღებული, რომელზეც რამდენიმე ბასრი პირი იყო დამონტაჟებული.

თავდასხმის შემდეგ, ბარის სტუმრებმა თავდამსხმელის დაშავება შეძლეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაქცევისას მას ზურგჩანთა დაუვარდა, რომელიც მოგვიანებით გამომძიებლებმა დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს.

პოლიციის ცნობით, ზურგჩანთაში იყო იარაღი და ბოთლი, რომელშიც აალებადი სითხე ესხა. ასევე, ჩანთაში სირიის მოქალაქის სახელზე გაცემული ბინადრობის ნებართვა იდო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *