გერმანიაში საწარმოო ფასების ინდექსი შემცირდა

გერმანიაში საწარმოო ფასების ინდექსი შემცირდა
გერმანიაში საწარმოო ფასების ინდექსი შემცირდა და აპრილში PPI-ის მაჩვენებელმა -0.6% შეადგინა, ანუ ინდექსი წინა წელთან შედარებით ნეგატიურ ზონაშია გადასული.

PPI-ის კლება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების, კერძოდ, ნავთობის და გაზის გაიაფებასთან, რადგან საბაზისო PPI-ის მაჩვენებელი, რომელი ენერგორესურსებს არ ითვალისწინებს, რეალურად, 1.5%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსის ამჟამინდელი კლება არა წარმოების გაიაფებით, არამედ ნავთობის და გაზის ფასების კლებით აიხსნება.

PPI-ის დონეს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იმ ქვეყნებში ანიჭებენ, სადაც წარმოების ინდუსტრიაა განვითარებული, გერმანია კი საავტომობილო სექტორის მიმართულებით გლობალურ ლიდერად ითვლება, ამიტომ იქ საწარმოო ფასების ინდექსის კლება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პროდუქციის წარმოება ისეთი ძვირი აღარ ღირს, როგორც ეს ადრე იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *