გერმანიაში ყველაზე დიდ ქარის ოფშორულ ელექტროსადგურს შვედური კომპანია ააშენებს

გერმანიაში ყველაზე დიდ ქარის ოფშორულ ელექტროსადგურს შვედური კომპანია ააშენებს
შვედური Vattenfall-ის განცხადებით, ელექტრომომარაგების კომპანიამ ჩრდილოეთის ზღვაში ქარის ელექტროსადგურების ორი პროექტის დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. განახლებადი ენერგიის პროექტები – Nordlicht 1 და 2 – გერმანიის ყველაზე დიდი ოფშორული ელექტროსადგური იქნება.

Vattenfall-ის განცხადებით, კომპანია უკან შეისყიდის Nordlitch-ის წილების 49%-ს, რომელიც 2024 წელს გერმანულ BASF-ს მიჰყიდა – თავის მხრივ, BASF-ი განახლებადი ენერგიის გრძელვადიან მარაგზე წვდომას შეინარჩუნებს.

გერმანიის უდიდესი ოფშორული ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება, ორი ტურბინის დადგმული სიმძლავრე ჯამურად 1.6 გიგავატი იქნება.

Vattenfall-ის ინფორმაციით, ელექტროსადგური სრულად 2028 წელს ამოქმედდება და ქარის ტურბინები საათში 6 ტერავატ ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც 1.6 მილიონი გერმანელი ოჯახის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *