“გვინდა მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ” – EU ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 90 დღით აჩერებს

“გვინდა მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ” – EU ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 90 დღით აჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ ტარიფებს ევროკავშირიც აპაუზებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ ტარიფები 90 დღით გაჩერდება.

ის აღნიშნავს, რომ სურს მოლაპარაკებებს შანსი მისცეს.

„მხედველობაში მივიღეთ პრეზიდენტი ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ.

თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ჩვენი საპასუხო ზომები ამოქმედდება. შემდგომი საპასუხო ზომების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, – დაწერა ლაიენმა.



2 აპრილს, ტრამპმა 180 ქვეყნისათვის სავაჭრო ტარიფების დაწესებაზე განაცხადა, მათ შორის ევროკავშირისთვის 20%-ის ოდენობით. საპასუხოდ კი ევროკავშირმა 25%-იანი კონტრზომები დააანონსა. თუმცა ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთი კი გამონაკლისია და მას ტრამპი ტარიფს 125%-მდე უზრდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *