გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა
გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა – ამის შესახებ bm.ge-ის უწყებაში უთხრეს.

სამინისტროს ცნობით კი, დეპარტამენტს ამ დროისთვის ახალი ხელმძღვანელი არ ჰყავს და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

გიორგი წერეთელი უწყებაში 2021 წელს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან კი იგი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, 2 აპრილს “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად უნდა გაყოფილიყო.

რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატად კობახიძემ თავდაპირველად, 2 აპრილს გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა, რომელიც მანამდე სუს-ის უფროსის პოსტს იკავებდა. თუმცა 4 აპრილს გაირკვა, რომ შეუთანხმებლობის გამო ლილუაშვილი ამ პოსტს აღარ დაიკავებდა. საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი დაინიშნა.

ამასთან, პირვანდელი ინფორმაციით, გაყოფილი სამინისტროს ინფრასტრუქტურის მიმართულებას ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებდა, თუმცა 24 აპრილს გაირკვა, რომ თანამდებობიდან ქარსელაძეც წავიდა და იგი რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *