უწყების ცნობით, გზის დაზიანება გამოწვეულია ისტორიული მეწყერის გააქტიურებით, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან დინამიკაშია. როგორც დეპარტამენტი განმარტავს, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მანამდეც მიმდინარეობდა და აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აკრძალულია 2022 წლის ივნისიდან.
“ამ ეტაპზე, მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია. ადგილზე იმყოფებიან, დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა “, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.