თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, “ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვე პატიმრობა შეეფარდა, ასევე 2 წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რომელიც „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც ვაშაძემ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.